განცხადება


რამდენიმე დღის წინ, ახალქალაქის რაიონის სოფელ ბუღაშენში -კერძო პირების ქველმოქმედებით, რეკონსტრუქციის შემდეგ ხელახლა გაიხსნა სოფელ ბუღაშენის ღირსეული შვილის, საბჭოთა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების კანონმორჩილი თანამშრომლის, 1990 წლიდან -სომხეთის საზღვრების დამცველი, მომდევნო წლებში კი არცახის განმათავისუფლებელი ბრძოლის წაჩინებული მონაწილე -მიქაელ ავაქიანის ბიუსტი. ამ ძეგლის ხელმეორე გახსნამ აზერბაიჯანის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ასევე საქართველოს გარკვეულ წრეებში არაჯანსაღი რეაგირება გამოიწვია.

ზემოხსენებული წრეების წარმომადგენლებმა მიქაელ ავაქიანი, ერთსულოვნად „ტერორისტად“ შერაცხეს და საქართველოს ხელისუფლებისგან მისი ძეგლის დემონტაჟს ითხოვენ. აზერბაიჯანული პროპაგანდის საქართველოში ტრანსლატორად ქცეული ქართული ოპოზიციის ნაწილი, ქვეყნის მოსახლეობის ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობის მიზნით აცხადებს, რომ მიქაელ ავაქიანი მონაწილეობდა როგორც არცახის განმათავისუფლებელ მოძრაობაში, ასევე აფხაზეთის ომის მოვლენბშიც, იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ქართული ოპოზიციური ძალების, მათ შორის აზერბაიჯანლი მოღვაწეების მიერ გავრცელებული ეს დეზინფორმაცია საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას და ხელს უწყობს ერთაშორისი დაპირისპირების გაღვივებას.

სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო ამ ყველაფერს ვაფასებთ როგორც:

– საქართველოს შიდა საქმეებში აზერბაიჯანის უხეში ჩარევა
– ქართული ოპოზიციის ნაწილის, ეროვნებით აზერბაიჯანელი მოღვაწეებისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო, პოლიტიკურ-საზოგადოებრივი წრეების მიერ, ერთობლივად განხორციელებული ანტი-სომხური პროვოკაცია;
– ქართული სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული დივერსია;
– რეგიონიდან სომხური ფაქტორის განდევნა და აზერბაიჯანისგან საქართველოს მეტი დამოკიდებულობის გაღრმავებაზე მიმართული ქმედება.

ვაცხადებთ:

– მიქაელ ავაქიანი იყო საბჭოთა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელი აფხაზეთში და 1990 წლამდე იცავდა და წარადგენდა იქ (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე) საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ამის გათვალისწინებით მიქაელ ავაქიანის ხსოვნა -არა მხოლოდ სომეხი ერის, არამედ ჩვენი სახელმწიფოს, საქართველოს მხრიდან იმსახურებს პატივისცემას;
– 1990 წელს, სომხეთის რესპუბლიკაში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ მიქაელ ავაქიანმა მონაწილება მიიღო ქვეყნის საზღვრების დაცვის საქმეში, ხოლო შემდეგ -აზერბაიჯანის მხრიდან სომეხი ერის გენოციდის განხორციელების მცდელობით გამოწვეულ არცახის ხალხის განმათავისუბლებელ ბრძოლაში მიიღო თვალსაჩინო მონაწილეობა. მიქაელ ავაქიანის სიცოცხლე შეწყდა 1994 წელს, არცახის განმათავისუფლებელი ომის ფარგლებში ერთ-ერთი სამხედრო დავალების შესრულების დროს.
– 1990-94წწ. მიქაელ ავაქიანი უწყვეტად მონაწილეობდა სომხეთის და არცახის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში და ქართულ-აფხაზურ ომთან მას არანაირი შეხება არ ჰქონდა და ვერც ექნებოდა. მზგავსი დეზინფომაცია -აზერბაიჯანული და ქართული ზოგი ოპოზიციური ძალის ავადმყოფურ ფანტაზიას წარმოადგენს.
– საქართველოს ზოგი ოპოზიციური ძალის მედია საშუალება და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია აშკარად ემსახურება მეზობელი აზერბაიჯანის ინტერესებს, რომლებსაც თავის დროს, არანაირი კავშირი არ აქვთ რეალობასთან;
საქართველოს დედაქალაქსი განხორციელებული ბოლო ქმედებები სრულად არის მიმართული საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ;
– დასაფასებელია საქართველოს ხელისუფლების მცდელობა მიმართული აგორებული პრობლემის ცივილური გზით მოგვარებას, შიდა და საგარეო პროვოკაციის განეიტრალებას;

სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო ვგმობთ საქრთველოს შიდა საკითხებში უხეში ჩარევის ამ მცდელობას. ვგმობთ ზემოხსენებული ძალების მიერ საქართველოს რეგიონების დესტაბილიზაციაზე მიმართულ ქმედებებსა და მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ხელისუფლებას.

სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის
სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო
2019 წ. 11 თებერვალი
ქ.ახალქალაქი

GEO-Haytararutyun_Khorhurd_11.02.2019

Այցելե՛ք ՋԱՎԱԽՔ

javakhktour.ge
Տուրիստական գործակալություն

Ջավախքի Տուրիստական գործակալությունը` JavakhkTour-ը առաջարկում է Ձեզ այցելել Ջավախք ամենալավ պայմաններով: Տվյալ փաթեթը իր մեջ նեռարում է այցելություն Ջավախքի պատմամշակութային վայրեր, Վարձիա քարանձավային համալիր, Խերթվիսի բերդ, Թմբկա բերդ, Սաղամո լիճ, Փարվանա լիճ, Վահան Տերյանի տուն-թանգարան ծանոթացում Ախալքալաք քաղաքին:

Տեղավորում բարձրակարգ հյուրանոցում: Օրեկան 3 անգամյա սննդով: Համտեսեք Ջավախք բնության համեղ ձուկը, խաշլաման, խորովածը:

Մանրամասների համար կարող եք այցելել մեր Վեբ-կայք www.javakhktour.ge հասցեով, ինչպես նաև գրել մեր էլ-փոստին: Կայքում կարող եք ծանոթանալ նաև մեր կողմից առաջարկվող մյուս փաթեթներին:

Տուրի արժեքը կազմվում է համաձայն մասնակիցների թվի ու պահանջվող ծառայությունների։

e-mail: javakhqtour@gmail.com

Հեռ. +995 362 223 973

Արխիվ